სოფელ რუსთავში სახალხო დღესასწაულს, “შოთაობას” ზეიმობენ
ასპინძაში, სოფელ რუსთავში “შოთაობის” დღესასწაულს აღნიშნავენ. შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე ხალხური რეწვის ოსტატთა, მხატვრების და შშმ პირთა ნამუშევრებია გამოფენილი, მოწყობილია მესხური ოდები, სადაც სტუმრებს მესხური კერძების დაგემოვნება შეეძლებათ„შოთაობის“ აღნიშვნა სოფელ რუსთავში 12:00 საათზე დაიწყო. კულტურული და სპორტული ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. კულტურული ღონისძიებების პარალელურად, ტარდება სპორტული ღონისძიებებიც: ქართული ჭიდაობაში, ჯილდაობასა (ქვის აზიდვა) და მაკლავჭიდში.
“შოთაობის” სახალხო დღესასწაული 2008 წლიდან აღდგა და იგი სოფელ რუსთავის ტერიტორიაზე იმართებოდა. 2013 წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის ცვლილებასთან ერთდ, ღონისძიების ჩატარების ადგილიც შეიცვალა და მან რუსთავიდან ვარძიაში გადაინაცვლა. ექვსი წლის შემდეგ, წელს “შოთაობა” ისევ სოფელ რუსთავში გაიმართება.