ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, კარალეთის დევნილთა დასახლებაში რამდენიმე ოჯახს ღობე მოაშლევინეს

კარალეთის დევნილთა დასახლებაში ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობის გამო, რამდენიმე ოჯახს ღობის მოშლა მოუხდა.  როგორც ერთ-ერთი დაზარალებული ჰუსეინ მელანაშვილმა “კვირასთან” განაცხადა, ღობის დემონტაჟი უკანონოდ მოხდა.
“უკანონოდ მომახსნევინეს ღობე, სულაც არ უშლიდა მანქანების გადაადგილებას ხელს. ესეთი რამდენიმე ოჯახი ვართ. შემივიწროეს სახლის ეზო”,- განაცხადა მელანაშვილმა.

კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრები სხვა დევნილები აღნიშნავენ, რომ ოჯახებს ღობე იმგვარად ჰქონდათ გამოწეული, რომ მანქანების გადაადგილებას უშლიდა ხელს.
“საშვილიშვილო საქმე კეთდება. მთლიანად გვიცლვიან სანიაღვრე სისტემას და გზას გვიგებენ  და რამდენიმე ოჯახის გამო რატომ უნდა დავზარალდეთ ამდენი ხალხი? სამჯერ მეტ სიგრძე ჰქონდათ ეს ღობეები გადმოწეული და მანქანაც კი ვერ გადიოდა წესიერად”,- განაცხადა ნათია ღერკენაშვილმა.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის  ზედამხედველობის სამსახურის განმარტებით, დასახლებაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს უკანონოდ გადმოწეული ღობეები ხელს უშლიდა.
“სანამ ეს ფუნდამენტური სამუშაოები დაიწყებოდა ვთხოვდით იმ ოჯახებს, რომელთც უკანონოდ აქვთ გადმოწეული ღობეები, აშლას, თუმცა არ გაითვალისწინეს. ახლა კი, იძულებულები ვართ ავაშლევინოთ, რადგან სხვანაირად გზის მოასფალტება და სანიაღვრე სისტემის მოწყობა ვერ მოხერხდება”,- განაცხადეს ზედამხედველობის სამსახურში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები