სოფელ დვაბზუში მდინარე ნატანებმა ხიდს საყრდენი ბოძები გამოაცალა (ვიდეო)
გურიაში უხვი ნალექის გამო მდინარე ნატანები ადიდდა. კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარემ სოფელ დვაბზუს ხიდს საყრდენი ბოძები გამოაცალა. ინფორმაციას ამის შესახებ “გურია ტვ”ავრცელებს.
როგორც ირკვევა, მდინარის წყალმოვარდნის გამო, ხიდის ბოძები დაზიანდა, რომელზეც რკინის კონსტუქცია იყო დამაგრებული.
ამ ეტაპზე ხიდზე მოძრაობა შეწყვეტილია და სატრანსპორტო საშუალებების ქალაქში შესვლა სოფელ მელექედურიდან ხდება.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, რომელიც მძღოლებს გადაადგილებაში ეხმარება.
შეგახსენებთ, რომ ეს არის ხიდი, რომელიც დროებით გამოიყენება, სანამ მდინარე ნატანებზე დვაბზუსა და გაღმა დვაბზუს დამაკავშირებელი ხიდის რეაბილიტაცია დასრულდება.