გორში “გარბენი 2019” დაიწყო – “სპორტული გარბენი ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრებასა და პოპულარიზაციას უკავშირდება”

“ევროპის სპორტის კვირეულის ” ფარგლებში, გორში “გარბენი 2019” მოეწყო. სპორტული ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივითა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მხარდაჭერით გაიმართა.
სპორტული გარბენი საქართველოს მასშტაბით უკვე მეხუთედ ტარდება.

“მიხარია, რომ ამდენი ვართ. გარბენი უკვე ჩვენთვის ტრადიციად იქცა. ჩვენთვის თითოეული თქვენგანი გამარჯვებულია, თუმცა პირველ სამ ადგილზე გასულებს ფულადი ჯილდო გადაეცემათ. ეს სპორტული შეჯიბრი სტიმულია, რათა კიდევ უფრო მეტმა გორელმა იცხოვროს ჯანსაღი ცხოვრების წესით”, – განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორი ოფისის ხელმძღვანელის, მიჰაილა გერასიმის თქმით, კი მსგავსი შეჯიბრებების ჩატარება და მათი ხელშეწყობა პროგრესისკენ სწრაფვაა.
“კაცობრიობა პროგრესისკენ მიდის, ჩვენი მიზანია, ამ პროგრესის დაცვა. შარშან სპორტული გარბენი გენდერული ბალანსის დაცვას ეძღვნებოდა, წელს კი ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრებასა და პოპულარიზაციას უკავშირდება”, – განაცხადა​ მიჰაელა გერასიმიმ.

“გარბენი 2019”-ს 3 გამარჯვებული ეყოლება, რომლებიც ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან.

I ადგილი – 300 ლარი
II ადგილი – 200 ლარი
III ადგილი – 100 ლარი

ამასთან, პირველ ადგილზე გასულს გორის მაჟორიტარი დეპუტატის, იოსებ მაკრახიძის მიერ დაწესებული ფულადი ჯილდოც გადაეცემა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები