ქუთაისში, უხვი ნალექის შედეგად, ქუჩები დაიტბორა (ვიდეო)
ქუთაისში მთელი დღეა გადაუღებლად წვიმს. სტიქიის შედეგად, ქალაქის ქუჩები დაიტბორა, რის გამოც როგორც ქვეითებს, ასევე ავტომანქანების მძღოლებს გადაადგილების პრობლემა შეექმნათ.
როგორც “რეგიონულ კვირას” ქუთაისის სპეცსერვისების ხელმძღვანელმა – კოტე ჯავახაძემ განუცხადა, უხვი ნალექის გამო სანიაღვრეებში წყლის გატარება ვერ ხერხდება.
“სანიაღვრე სისტემები იწმინდება პერმანენტულად, ყოველდღიურად. უბრალოდ, სტიქიაა და უხვი ნალექის გამო, მილები ვერ ასწრებს წყლის გატარებას”, – თქვა ჯავახაძემ.