ძლიერი წვიმის შედეგად, ხელვაჩაურის რამდენიმე სოფელში მეწყერი ჩამოწვა

ძლიერი წვიმის შედეგად, ხელვაჩაურის რამდენიმე სოფელში მეწყრული პროცესები განვითარდა. სოფელ მარადიდში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლთან მიწის მასა ჩამოიშალა.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, შემთხვევის შედეგად საცხოვრებელ სახლს საფრთხე შეექმნა. ხელვაჩაურის მერიაში კი გამორიცხავენ სახლის ნგრევის საშიშროებას. მერიაში ამბობენ, რომ შესაბამისი ზომები დღესვე იქნება მიღებული.

ძლიერი წვიმის შედეგად, მეწყრული პროცესები განვითარდა სოფელ კირნათსა და მახინჯაურშიც. სოფელ კირნათში გაწმენდითი სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს, მახინჯაურში კი გზა უკვე გაწმენდილია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები