ახალციხეში „სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2020“ დაიწყო
ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე „სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2020“ ოფიციალურად დაიწყო. მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა რესურსცენტრის ხელმძღვანელ ხათუნა ხმალაძესთან ერთად გარბენში მონაწილეობა მიიღეს, რის შემდეგაც „სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2020“ გახსნილად გამოცხადდა.
რეგიონის კოორდინატორის უჩა კახნიაშვილის თქმით, „სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2020“ საქართველოს მასშტაბით გაიხსნა. თამაშები, რომელიც სპორტის სხვადასხვა სახეობაში ჩატარდება ( ფეხბურთი, ფრენბურთი, კალათბურთი, მაგიდის ჩოგბურთი, ბადმინტონი, გეზრბენი) მუნიციპალიტეტის 38 სკოლა ჩაერთვება. გაიმართება შიდა სასკოლო, მუნიციპალური, რეგიონული და ზონალური თამაშები. ზონალურ თამაშში გამარჯვებული გუნდი კი საქართველოს ჩემპიონობისთვის იბრძოლებს.