“ჩვენ გადავდივართ პროგრამულ ბიუჯეტზე, რაც კიდევ უფრო გაზრდის ადგილობრივების ჩართულობას”

მოსახლეობის საჭიროებების ადგილზე გაცნობის მიზნით, დღეს შეხვედრები ქედის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ძენწმანში, ოქტომბერსა და მერისში გაიმართა. ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობა ჰქონდა, ცენტრალური და ადგილობრივი წარმომადგენლებისთვის სოფლად არსებული საჭიროებები გაეცნო და ყველა მათთვის საინტერესო კითხვისთვის პასუხი ამომწურავად მიეღოთ.

წყალმომარაგების საკითხები, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, გაზიფიცირება, ტყე-კაფებში შემავალი გზები, სოფლის მეურნეობის დარგების ხელშეწყობა და სოფლის განვითარების პროგრამები – ეს ის საკითხებია, რომელსაც ქედის მოსახლეობა ძირითად პრიორიტეტად მიიჩნევს.
“კომუნიკაციის ეს ფორმა, ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია ჩვენი ხელისუფლებისთვის. ადგილობრივი ბიუჯეტი ყოველწლიურად სწორედ მოსახლეობის მიერ მიჩნეული პრიორიტეტების საფუძველზე იგეგმება. იცით, რომ 2020 წელს ჩვენ გადავდივართ პროგრამულ ბიუჯეტზე, რაც, თავისთავად, კიდევ უფრო გაზრდის ადგილობრივების ჩართულობას მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტის შედგენისას. ეს ნამდვილად კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია”, – აღნიშნა მერის პირველმა მოადგილემ როლანდ ბერიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები