გორთან, ავტობანზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა. ინციდენტის შედეგად, 3 ადამიანი დაშავდა.
როგორც “რეგიონული კვირისთვის” გახდა ცნობილი, ორი დაზარალებული გორის სამხედრო ჰოსპიტალშია გადაყვანილი, ერთი კი კლინიკა “გორმედის” რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.
როგორც შსს-ში “რეგიონულ კვირას” განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.