ველომარათონი გორში – მონაწილეებმა ის გზა გაიარეს, სადაც ველობილიკი მოეწყობა
გორში, კულტურისა და დასვენების პარკში ველომარათონი მოეწყო, რომელსაც შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად შეუერთდა. მარათონში მონაწილეობა “ველომოყვარულთა” კლუბის წევრებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ მიიღო.
“დღეს, ჩვენ, სიმბოლურად გავივლით იმ გზის მონაკვეთს, რომელზეც 2020 წლისთვის ველობილიკი მოეწყობა, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ახალგაზრდებში სპორტული ცხოვრების წესის დანერგვასა და სპორტის ამ სახეობის განვითარებას”, – განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.