გიორგი თოთლაძე: ჩვენი გუნდი მივა ქარელის მუნიციპალიტეტის თითოეულ სოფელში და გავიგებთ თუ რა სჭირდებათ ადგილობრივებს
ქარელის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი თოთლაძე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქარელის მუნიციპალიტეტის ოთხი სოფლის :ცერონისის , ავლევის, კნოლევის , აბისის მოსახლეობის შეხვდა. დეპუტატმა ადგილობრივების პრობლემები და საჭიროებები პირადად მოისმინა.
მოსახლეობის მხრიდან პრიორიტეტულად, საგზაო ინფრასტრუქტურის, საკანალიზაციო და სადრენაჟე სისტემის მოწესრიგება დასახელდა. აღნიშნული საკითხების მოგვარების შესახებ ხელისუფლებისგან დაპირება მიიღო.
“ჩვენ არ ვიძლევით ტყუილ დაპირებებს. მაქსიმალურად მოკლე ვადებში შევეცდებით აღნიშნული პრობლემების მოგვარებას. ამიტომაცაა ასეთი ტიპის შეხვედრები მნიშვნელოვანი. უშუალოდ მოსახლეობისგან ვიღებთ ინფორმაციას მათი პრობლემების შესახებ. ჩვენი გუნდი მივა ქარელის მუნიციპალიტეტის თითოეულ სოფელში და გავიგებთ თუ რა სჭირდებათ ადგილობრივებს”,- განაცხადა გიორგი თოთლაძემ.