მარტვილში საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი “სალხინოს სასახლის კამერატა” გაიმართა
სალხინოს დადიანის საშემოდგომო სასახლე მარტვილილში წელს მეხუთედ, საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს – “სალხინოს სასახლის კამერატა” მასპინძლობს. ფესტივალი ტრადიციულად, სასახლის ორსაუკუნოვან ხეივანში, ღია ცის ქვეშ იმართება და სამი დღის განმავლობაში მუსიკოსებს გერმანიიდან, იტალიიდან, ლიეტუვიდან და საქართველოდან უმასპინძლებს. ️️ ️
მუსიკალური ფესტივალი დღეს გაიხსნა და 29 სექტემბერს გრანდიოზული გალა კონცერტით დასრულდება.
“სალხინოს სასახლის კამერატა” საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.