აფენი-გურჯაანის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. გარდაცვლილია მსუბუქი ავტომობილის მძღოლი. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და დაჭაობებულ ადგილას ჩავარდა. მძღოლი შემთხვევის დროს, გადმოვარდა და ავტომობილის ქვეშ მოყვა.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდავლილი სოფელ ვეჯინში გამგებლის ყოფილი წარმომადგენელი, ლევან ჯანიაშვილია.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს