ზესტაფონში როდინაული – ობჩის დამაკავშირებელ საავტომობილო გზას რეაბილიტაცია იწყება
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში როდინაული-ობჩის 5 კმ-იანი გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია იწყება, პროექტი 3 მილიონი ლარით არის დაფინანსებული და ის მუნიციპალური განვითარების ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება.
როგორც “კვირას” ზესტაფონის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, მიმდინარე პროექტის შესახებ, ადგილობრივ მოსახლეობას, ზესტაფონის მერი გიორგი გოგლიჩიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, ვახტანგ ღამბაშიძე და მაჟორიტარი დეპუტატი, შალვა კიკნაველიძე შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად შეხვდნენ.
„ეს არის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც 2 მუნიციპალიტეტს, ზესტაფონს და ბაღდადს დააკავშირებს ერთმანეთთან. აღნიშნულ დასახლებაში ათეულობით წლებია მსგავსი მასშტაბის პროექტი არ განხორციელებულა. როდინაული – ობჩის საავტომობილო გზა არის აგრეთვე ზესტაფონი – ქუთაისის ავტომაგისტრალის ალტერნატიული გზის მონაკვეთი. რეაბილიტირებული გზით სარგებლობას 3000 მეტი ადამიანი შეძლებს“, – აღნიშნა ზესტაფონის მერმა გიორგი გოგლიჩიძემ
პროექტის მიხედვით, გზის ზედაპირზე 18 სმ. სისქის არმირებული ბეტონის საფარი მოეწყობა. სამუშაოებს ტენდრში გამარჯვებული C & K ტექნოლოგი ასრულებს.