რუსთავში სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკეს 

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახა კობერიძემ, რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანმა, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით ქალაქში მდებარე გმირთა მემორიალი და ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას ძეგლი გვირგვინებით შეამკეს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს.

გმირების სულის მოსახსენიებელი პარაკლისი, რუსთაველმა მიტროპოლიტმა, მეუფე იოანე გამრეკელმა აღავლინა, პატრიოტულ მოტივებზე შექმნილი სიმღერები შეასრულეს ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლის წევრებმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები