სარფის განახლებული საბაჟო პუნქტი გაიხსნა
სარფის საბაჟოს განახლებული გამშვები პუნქტი დღეს გაიხსნა. საბაჟოს გახსნის ცერემონიალს საქართველოს ფინანსთა მინისტრი – ივანე მაჭავარიანი, თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრის მოადგილე – გონჯა ილმაზ ბათური და აჭარის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ცერემონიალზე ის მებაჟეებიც დააჯილდოვეს, რომლებმაც ბათუმის საერთშორისო აეროპორტში უცხო ქვეყნის მოქალაქეს 16 კილოგრამი მარიხუანა აღმოუჩინეს. მაკონტროლებლებმა ნარკოტიკული საშუალება ჩხრეკისას იპოვეს.