ილია საბაძემ მუნიციპალიტეტის წარჩინებული სკოლის 37 კურსდამთავრებული მედლებით დააჯილდოვა

წალკის მუნიციპალიტეტის მერმა ილია საბაძემ, მოადგილეებთან ერთად, მუნიციპალიტეტის სკოლების 37 კურსდამთავრებულს, 7 ვერცხლისა და 30 ოქროს მედალი გადასცა.

მერმა კურსდამთავრებულებს თხოვნით მიმართა – განათლების მიღების შემდეგ, დაუბრუნდნენ საკუთარ რეგიონს და მიღებული განათლება მუნიციპალიტეტის განვითარებისათვის გამოიყენონ.

სოხუმის დაცემასთან დაკავშირებით, დამსწრე საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო ომში გარდაცვლილთა ხსოვნას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები