სოფელ კვირცხში #1 საჯარო სკოლა გაიხსნა

სოფელ კირცხის #1 საჯარო სკოლის გახსნის ცერემონიას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი გოგა გულორდავა, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეტ რუდი, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) დაფინანსებით,​კირცხის საჯარო სკოლას ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა სრული რეაბილიტაცია ჩაუტარა.​ სკოლაში სასწავლო ინფრასტრუქტურა სრულად რეაბილიტირდა და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიით აღიჭურვა, რის შედეგადაც 160 -მდე მოსწავლეს გაუუმჯობესდა სასწავლო გარემო.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა, 2014-2019 წლებში, სრული რეაბილიტაცია 91 საჯარო სკოლას ჩაუტარა
საქართველოს ყველა რეგიონში, რომლის შედეგადაც სასწავლო გარემო 40,000-მდე მოსწავლისთვის გაუმჯობესდა. თითოეული სკოლა აღჭურვილია საბუნებისმეტყველო საგნების თანამედროვე ლაბორატორიით. საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროექტის ბიუჯეტი 54 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები