წალენჯიხაში, სოფელ ლიაში, საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა.

​საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილას 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს. მათივე ცნობით, ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

​შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
​ხანძრის გამომწვევ მიზეზად, წინასწარი ინფორმაციით, თხევადი გაზის ავზის აფეთქება სახელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები