უბედური შემთხვევა ზუგდიდში – ქალს ხე დაეცა, რის დანახვაზეც მეზობელს გული გაუსკდა

სამეგრელოში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალკახათში საკუთარ საკარმიდამო ეზოში ხის ჭრის დროს ოჯახის დიასახლისს, 42 წლის ქალს, ხე დაეცა.
ქალი ადგილზე დაიღუპა. შემთხვევა 22 სექტემბერს მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ხმაურზე გარდაცვლილის სახლში 72 წლის მამაკაცი მივიდა, რომელსაც გული გაუჩერდა და იქვე გარდაიცვალა.
როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება 116-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები