არალში “ქართულმა ოცნებამ” საკრებულოს არჩევნებზე კანდიდატად ზურაბ ფეიქრიშვილი წარადგინა

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ არალში, “ქართული ოცნების” წარმომადგენლები მოსახლეობას შეხვდნენ. პარტიის ლიდერებმა ადგილობრივებს შუალედურ არჩევნებში  “ქართული ოცნების” კანდიდატი გააცნეს. ამომრჩევლებს მმართველი გუნდის კანდიდატი – ზურაბ ფეიქრიშვილი მამუკა მდინარაძემ წარუდგინა. შეხვედრას  სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული – ბესიკ ამირანაშვილი და ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი – ზაქარია ენდელაძეც ესწრებოდნენ.

„შეიძლება ითქვას რომ ამ სოფელში თითოეულ ოჯახს ვიცნობ, იქედან გამომდინარე, რომ აქ დავიბადე და გავიზარდე. ყველა მათგანის გულისტკივილი ვიცი. არალში ინფრასტრუქტურული პროექტების გაკეთება მეტ-ნაკლებად გადაწყვეტილია, ამ კეთილი გუნდის დახმარებით შევძლებთ ერთად განვახორციელოთ ყველა სამომავლო გეგმა. წინასწარი დაპირებებისდგან თავს შევიკავებ და მომავალი წლიდან, როდესაც ახალი ბიუჯეტი დამტკიცდება ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებ“,- განაცხადა ზურაბ ფეიქრიშვილმა.

საკრებულოს შუალედური არჩევნები 2019 წლის 27 ოქტომბერს, საქართველოს სამ თემში, მათ შორის ადიგენის უბანზე გაიმართება. ჯერჯერობით სხვა პოლიტიკურ ძალას კანდიდატი დასახელებული არ ჰყავს. კანდიდატების რეგისტრაცია 27 სექტემბერს იწურება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები