სიმონ გულედანი: მოსახლეობაში არსებული პრობლემები პრიორიტეტების მიხედვით აღმოიფხვრება
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ხაშურის მუნიციპალიტეტის ოთხი სოფლის: ცხისის, მიწორბის, წრომისა და ვაყას მოსახლეობას შეხვდა, სადაც სოფლებში არსებულ პრობლემებს გაეცნენ.
ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, ისინი ყველა საჭირო ღონისძიებებს გაატარებენ,რათა მაქსიმალურად მოკლე ვადებში ეს პრობლემები აღმოიფხვრას.
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის, სიმონ გულედანის განცხადებით, მოსახლეობასთან შეხვედრების მიზანი, იმ პრობლემებში გარკვევაა და სწრაფად მოგვარებაა, რომელიც მოსახლეობას აწუხებს.
“ძირითადი პრობლემები კვლავ საგზაო ინფრასტრუქტურას და სასმელ წყალს უკავშირდება. ეს იმ პრობლემათა ჩამონათვალია, რომლებიც ძალიან მოკლე დროში ამ სოფლების მოსახლეობას აღარ უნდა აწუხებდეს. ჩვენი შეხვედრებიც სწორედ ამას ემსახურება, რომ ზუსტად გავიგოთ რა აწუხებთ ადგილობრივებს და პრიორიტეტული რომელი პრობლემის მოგვარებაა”,- განაცხადა სიმონ გულედანმა.
დღევანდელი შეხვედრა მთავრობის ინიციატივის, “დიალოგი ხალხთან” ფარგლებში გაიმართა. მმართველი გუნდის აღნიშნული ინიციატივა მიმდინარე წლის ივლისიდან ამოქმედდა. ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოს ყველა რეგიონში, ქალაქებსა და სოფლებში ხვდებიან ადგილობრივ მოსახლეობას და მათ საჭიროებებს პირადად ისმენენ.