კანონი არც “ფორმულას” წილის მფლობელ დავით კეზერაშვილს ავალდებულებს, შემოსავლების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას
საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრს, ამჟამად ტელეკომპანია „ფორმულას“ წილის მფლობელს დავით კეზერაშვილს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ფინანსური გამჭვირვალობისა და შემოსავლების შესახებ ინფორმაციის წარდგენას კანონი არ ავალდებულებს.
როგორც „კვირას“ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში განუმარტეს, გამომდინარე იქიდან, რომ ტელეკომპანია „ფორმულას“ ავტორიზაცია გავლილი აქვს და შესაბამისად მის მფლობელებს ფინანსური გამჭვირვალობის და შემოსავლების შესახებ ინფორმაცია სხვა რიგ დოკუმენტაციასთან ერთად აქვთ უკვე წარდგენილი.
აღსანიშნავია, რომ ანალოგიური შეეეხება ტელეკომპანია „მთავარი არხის“ 2,5% წილის მფლობელს გიორგი რურუას, რომელმაც „მთავარი არხის“ მეწილისგან, კახა ანჯაფარიძისგან 2.5%-იანი წილი იყიდა, რაშიც 2 500 ლარი გადაიხადა. სანაცვლოდ გიორგი რურუამ აიღო ვალდებულება, რომ წილის რეგისტრაციიდან ერთი დღის ვადაში არხის საწესდებო კაპიტალში 250 000 აშშ დოლარი შეიტანოს.