საქართველოს მასშტაბით საუკეთესო მასწავლებლები გამოავლინეს

2019 წლის საუკეთესო მასწავლებლად გერმანულ ენაში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბის სკოლის მასწავლებელი, ანა შატაკიშვილი. რუსული ენის საუკეთესო მასწავლებლად გორის მე-11 და მე-9 სკოლების პედაგოგი ირმა კურტანიძე დასახელდა.

საუკეთესო მასწავლებლები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრმა გორის სასწავლო უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებაზე გამოავლინა.

კონკურსი მიზანი პედაგოგის პროფესიის პოპულარიზაცია, პრესტიჟის ზრდა, წარმატებული პედაგოგიური პრაქტიკის გამოვლენა და საზოგადოებისათვის საუკეთესო მასწავლებელთა წარდგენაა.

“მოსწავლეთა მოტივაციის ხელშემწყობ ფაქტორებად აუცილებელია განვიხილოთ მისასალმებელი სიმღერები – ნაცვლად მარტივი ფრაზებისა, თემატური სიმღერები და მოძრავი თამაშები-ვრცელი ტექსტების მაგივრად. მოსწავლე ყოველთვის მარტივად სწავლობს და ხანგრძლივად ამახსოვრდება მსგავსი აქტივობებით ნასწავლი ფრაზები, გამოთქმები და ამავდროულად სხვადასხვა უნარებს უვითარებს მაგალითად როგორიცაა მუსიკის აღქმა, პლასტიკა, ხელოვნებასთან ინტეგრაცია და თუკი მასწავლებელიც ერთვება ასეთ აქტივობებში, მოსწავლეები უფრო მეტად ენდობიან მას და ცდილობენ მოდელად გამოიყენონ იგი არამარტო სასკოლო, არამედ სკოლის გარეშე ცხოვრებაშიც”,- განაცხადა ანა შატაკიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები