საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის ორგანიზებით, სოფელ მერეთში კონცერტი იმართება
საქათველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის ორგანიზებით, საოკუპაციო ზოლის მიმდებარედ, სოფელ მერეთში ქართველი მომღერლების კონცერტი იმართება.
საავტორო უფლებების ასოციაციის ხელმძღვანელის, გიგა კობალაძის განცხადებით, მომღერლები მერეთის სკოლის მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყებას მიულოცავენ და კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ ოკუპაციას.
“დღევანდელ დღეს, ამ ღონისძიებით ჩვენ ოკუპაციას ვაპროტესტებთ და ე. წ სასაზღვრო ზოლის მიჯნაზე, სოფელ მერეთში მხოვრებ მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ვულოცავთ.
რუსეთის წყალობით დღეს მცოცავი ოკუპაციით ირღვევა ჩვენი ქვეყნის საავტორო უფლება, რომელიც არა მარტო ჩვენთვის არამედ, საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ყოვლად მიუღებელი და მტკივნეულია”,- განაცხადა გიგა კობალაძემ.