სოფელ ველისციხეში უძველესი ნივთები აღმოაჩინეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში, უძველესი მარანი, ბაზალტის ქვა მხედრული წარწერებით და ქვევრები აღმოაჩინეს.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ძეგლთა დაცვის სპეციალისტის, თამაზ მარკოზაშვილის ინფორმაციით, აღნიშნული ნივთები ერთ-ერთმა მოსახლემ მიწის დამუშავების დროს აღმოაჩინა.

“ველისციხეში, ერთ-ერთმა ადგილობრივმა, მიწის სამუშაოების დროს, ბაზალტის მოზრდილი ქვა იპოვა, რომელზეც მხედრული წარწერებია აღბეჭდილი. ამ ქვაზე ძველი მარნის ერთ-ერთი კედელი იყო დაშენებული. ასევე ორ ტონამდე ტევადობის ქვევრებია აღმოჩენილი. გარედან ქართული აგურით მოპირკეთებული წარწერებიანი ქვა შესაძლოა, უცნობი პიროვნების საფლავის ქვას წარმოადგენდეს”,– განაცხადა თამაზ მარკოზაშვილმა.

იმის დასადგენად, თუ ისტორიის რომელ პერიოდს განეკუთვნება აღმოჩენილი ნივთები, მათი დეტალური შესწავლა უკვე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები