მარტვილში “ჭყონდიდლობას” აღნიშნავენ
მარტვილის მუნიციპალიტეტში წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის აღმზრდელისა და ვეზირთუპირველესის წმინდა მღვდელმთავრის გიორგი ჭყონდიდელ – მწიგნობართუხუცესის ხსენების დღე -“ჭყონდიდლობა” აღინიშნება.
დღესასწაულთან დაკავშირებით, ჭყონდიდიელმა მიტროპოლიტმა მეუფე პეტრემ, სადღესასწაულო წირვა მარტვილის მონასტერში აღავლინა.
“სრულიად საქართველოს ვულოცავ წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს. მასთან ერთად ჩვენ ვახსენებთ წმინდა მეფე დავით აღმაშენებელს და შევთხოვთ უფალს სრულიად საქართველოს ჭყონდიდელ – აღმაშენებლის გზით ევლოს ვიდრე, მეორედ მოსვლამდე მივალთ”, – განაცხადა ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა მეუფე პეტრემ.
მარტვილის სტუმრებს, მთელი დღის განმავლობაში შესაძლებლობა აქვთ კოლხური ყოფის ამსახველი ეთნოგრაფიული კუთხეები, მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საგამოფენო დარბაზები მოინახულონ. ასევე კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე საჯარო ბიბლიოთეკაში გამოფენა დაათვალიერონ.
სახალხო დღესასწაულის ფარგლებში, სპორტულ–სანახაობრივ ღონისძიებები ქალაქის ცენტრსა და სასპორტო სკოლის ეზოში იმართება. ღონისძიება საზეიმო კონცერტით და გრანდიოზული ფოიერვერკითდასრულდება.
დღესასწაული 1991 წლიდან, ტრადიუციულად, ყოველი წლის 25 სექტემბერს აღინიშნება.