კობა ლურსმანაშვილი მოსამართლეობის კანდიდატს: თუ გიგრძვნიათ პრაქტიკაში წნეხი წინა ხელისუფლების დროს, სახელმწიფოს მხრიდან?

„იმ პერიოდში, როდესაც თქვენ მოსამართლედ დაინიშნეთ და საქმიანობას შეუდექით – ეს გახლდათ 2006 წელი, გვახსოვს, რაოდენ დიდი იყო მაშინდელი სახელმწიფოს წნეხი და რამდენად ახდენდნენ მოსამართლეობის კანდიდატის შესწავლას იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად იქნებოდა ის მათი პირადი ინტერესებისთვის და პოლიტიკური პროცესებისთვის სასარგებლო. თუ გიგრძვნიათ პრაქტიკაში ასეთი წნეხი? “,- აღნიშნული კითხვით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, მერაბ გოგინაშვილს დეპუტატმა კობა ლურსმანაშვილმა მიმართა.

პარლამენტის წევრი რამდენიმე საკითხის შესახებ მოსამართლეობის კანდიდატის მოსაზრებით დაინტერესდა.

კობა ლურსმანაშვილი დაინტერესდა, გამოუხატავს თუ არა აზრი მერაბ გოგინაშვილს სასჯელის შეკრებითობასთან დაკავშირებით და დაუფიქსირებია თუ არა საკუთარი პოზიცია, რომ სასჯელის შეკრებითობა, ხშირ შემთხვევაში, არაადეკვატური იყო ჩადენილი დანაშაულის მიმართ.

„წინა ხელისუფლების დროს, შეკრებითობა „მოდაში იყო”, მათ შორის, შავი ფულის შეკრებითობა, ჩამორთმეული ქონების შეკრებითობა და შეკრებითობა იყო სასჯელშიც. ხშირად, უსამართლო, შეუსაბამო გადაწყვეტილებები მიიღებოდა ხოლმე. მაინტერესებს, კერძოდ, სასჯელის შეკრებითობასთან დაკავშირებით, თუ გამოგიხატავთ აზრი, რომ ბევრი ნეგატიური მოჰქონდა ამას”,- მიმართა კანდიდატს დეპუტატმა.

„პრაქტიკაში გვქონია წინა წლებში მიღებული გადაწყვეტილებები, როდესაც პირებს ბრალად ედებოდათ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა, წინააღმდეგობის გაწევა სამართალდამცავებისთვის და ასე შემდეგ. ასეთ შემთხვევაში, ბევრი გადაწყვეტილება იყო ხოლმე პატიმრობა სამაჯურის და სხვა დამატებების გარეშე და ის დანაშაულებები, რაზეც ვსაუბრობ, შესაძლოა, ბევრად უფრო ნაკლებად იყო საფრთხის შემცველი, ვიდრე, დავუშვათ, სახელმწიფო ინსტიტუტებზე შტურმის მიტანა. მოვისმინე თქვენი პასუხები და მომეწონა, როდესაც თქვით, რომ იმავე საქმეზე, იმავე გადაწყვეტილებას მიიღებდით. მაინტერესებს, როდესაც ასეთი ღონისძიებები ტარდებოდა, რა განაპირობებდა მათ მიმართ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომ აუცილებლად უნდა ყოფილიყვნენ ამ ფორმით დასჯილები, ვთქვათ, სხვადასხვა შეკრებებში მონაწილეები, მანიფესტაციებში მონაწილეები, სიტყვის თავისუფლებას რომ არ ცდებოდა მათი გამოხატვა”,- განაცხადა პარლამენტის წევრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები