“შიდა ქართლის ყველა მოსწავლეს 5თვის განმავლობაში შეეძლება izrune.ge-ს ტესტების უფასოდ გავლა”

შიდა ქართლში მცხოვრებ ყველა მოსწავლეს “ეტალონი -მედია ჯგუფი”, 5 თვის განმავლობაში, izrune. ge- ს ტესტების უფასოდ გავლის შესაძლებლობას აძლევს. შესაბამის მემორანდუმს ეტალონის და izrune.ge- ს ავტორმა – გოჩა ტყეშელაშვილმა და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა – გიორგი ხოჯევანიშვილმა მოაწერეს ხელი.

izrune.ge მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციური საიტია, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. საიტზე მოსწავლეებს საშუალება აქვთ საკუთარი კლასის შესაბამისად გაიარონ სპეციალური ალგორითმით შექმნილი ინდივიდუალური ტესტები, გაიმეორონ და გაამყარონ განვლილი მასალა.

“გორის, ხაშურის, ქარელის, კასპის და ყველა სოფლის აბსოლუტურად ყველა მოსწავლეს საშუალება მიეცემა, 5 თვის განმავლობაში უსასყიდლოდ ჩაერთოს izrune.ge- ში, ყოველი თვის ბოლო კვირას – „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღე“ – მშობელს/ოჯახს ინტერნეტით მიუვა მისი შვილისთვის მომზადებული უნიკალური, ინდივიდუალური, მიზანშეწონილი და მეთოდოლოგიურად გამართული საკლასო ტესტი”,-განაცხადა გოჩა ტყეშელაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები