ძამას ხეობაში ტაძრებამდე მისასვლელი გზის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს
საქართველოს საგზაო დეპარტამენტის მიერ ყინწვისი – გვერძინეთი – ტყემლოვანის საავტომობილო გზის 15.4 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. როგორც საგზაო დეპარტამეტში განაცხადეს, აღნიშნული გზის მონაკვეთი მნიშველოვანია, რადგან ძამას ხეობაში არსებულ ტაძრებთან მისასვლელ ერთადერთ საავტომობილი გზას წარმოადგენს.
“პროექტის ღირებულება ჯამში 14 489 880 ლარია. ამ დროისთვის, ხიმინჯებისა და გაბიონების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.აღნიშნული გზა, მდ. ძამას ხეობაში არსებული ეკლესია-მონასტრისათვის ერთადერთი მისასვლელი. სარეაბილიტაციო მონაკვეთი სოფ. ყინწვისის მიდამოებში იწყება და გვერძინეთის გავლით გრძელდება სოფ ტყემლოვანამდე”, – ნათქვამია საგზაო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.