წალენჯიხის სალოტბარო სკოლის მოსწავლეების მიერ შესრულებული სიმღერა- “მარაბელი”(ვიდეო)
წალენჯიხის სალოტბარო სკოლის მოსწავლეების მიერ შესრულებული მეგრული სიმღერა – “მარაბელი“. ვიდეოს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივითა და ადგილობრივი თვითმმართველობების მხარდაჭერით, საქართველოს 21 მუნიციპალიტეტში ნებისმიერი ასაკის მსურველს შეუძლია უფასოდ შეისწავლოს ქართული ტრადიციული სიმღერა და საეკლესიო გალობა. ფოლკლორის ცენტრი სალოტბარო სკოლას კიდევ 7 მუნიციპალიტეტში გახსნის.