ადიგენის რვა სოფელს სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო  სასმელი წყალი არ მიეწოდება

ადიგენის მუნიციპალიტეტის რვა სოფელში – ვარხანში, აბასთუმანში, საღრძეში, ხარჯამში, წახანში, ხევაშენში, ბენარასა და უნწაში მოსახლეობას სასმელი წყალი არ მიეწოდება.

ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, მიზეზი კურცხანის სასმელი წყლის სისტემის დაზიანებაა და პრობლემის აღმოსაფხვრელად სამუშაოები დღესვე დაიწყო.

როგორც მერიაში აცხადებენ, წყლის მიწოდება 24 სექტემბერს, დღის მეორე ნახევარში  აღდგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები