ზაურ დარგალი: მოსახლეობას წინასაარჩევნოდ დავპირდით, რომ ამ პრობლემას უმოკლეს ხანებში მოვუგვარებდით და ასეც მოხდა
ალგეთის ღვინის მეურნეობის დასახლებაში მცხოვრები მოსახლეობა ახლადდაგებული გზით ისარგებლებს. ადგილობრივების განცხადებით, ათეული წლებია მათ ეს პრობლემა აწუხებთ, უგზოობა წლების განმავლობაში დასახლებაში მცხოვრებლებს პრობლემას უქმნიდა, როგორც ფეხით ასევე ტრანსპორტით გადაადგილების დროს. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა ზაურ დარგალმა მიმდინარე სამუშაოები მოინახულა და მოსახლეობას გაესაუბრა.
როგორც მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა “რეგიონულ კვირასთან” აღნიშნა, აღნიშნული პრობლემის მოგვარება ადგილობრივებს წინასაარჩევნო პერიოდში დაპირდა.
“ჩვენ ისტორიულ პროექტებს ვახორციელებთ სოფლებში სადაც გზები არასდროს არ ყოფილა ჩვენ გავაკეთებთ,ამ დასახლების მოსახლეობას წინასაარჩევნოდ დავპირდით, რომ ამ პრობლემას უმოკლეს ხანებში მოვუგვარებდით და ეს ასეც მოხდა”,- განაცხადა ზაურ დარგალმა.
ალგეთის ღვინის მეურნეობის დასახლებაში ორფენიანი ასფალტი 1200 მეტრზე იგება. სამუშაოებისთვის თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო, პროექტის ჯამური ღირებულება 375 ათას ლარს აჭარბებს. სამუშაოები ადგილზე რამდეიმე დღეში დასრულდება. აღსანიშნავია, რომ დასახლებაში უკვე დამონტაჟდა გარე განათებები.