ქუთაისში ისტორიული უბნის რეაბილიტაცია დაიწყო
ქუთაისში, მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ისტორიული უბნის რეაბილიტაცია დაიწყო. ამ ეტაპზე საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს. საუბარია რიონისპირა სახლებისა და საზოგადეოებრივი დანიშნულების ობიექტების რეაბილტაციაზე. როგორც “რეგიონულ კვირასთან” ადგილობრივები აღნიშნავენ, დაზიანებულია პირველი სართულები, რაც მცხოვრებლებს საშიშროებას უქმნის. მათი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია დროულად დაიწყოს ნაპირსამაგრი სამუშაოები, რათა წყალდიდობის შემთხვევაში საფრთხე არ დაემუქროთ.
მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, გარდა აღნიშნული სამუშაოებისა, პროექტში ასევე გათვალისწინებულია, “წითელი ხიდიდან“ „ჯაჭვის ხიდამდე“ მდინარე რიონის მხარეს, საფეხმავლო ბილიკის მოწყობა, რომელიცსაცხოვრებელ სახლებს დაუკავშირდება. პროექტირების სამუშაოები მიმდინარე წლის ივნისში დაიწყო და 2020 წლის გაზაფხულზე უნდა დასრულდეს. პროექტირების დასრულების შემდეგ კი გამოცხადდება რებილიტაციის ტენდერი. მიმდინარე სამუშაოებისთვის 799 999 00 ლარია გამოყოფილი.