მაია ხაჯიშვილმა აჭარის მუნიციპალიტეტის სკოლის დირექტორებთან შეხვედრები დაიწყო
აჭარის მუნიციპალიტეტის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა ახალი სასწავლო წლის სამზადისთან დაკავშირებით, სკოლის დირექტორებთან შეხვედრები დაიწყო.
მინისტრმა შეხვედრა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დირექტორებისგან დაიწყო, სადაც ახალი სასწავლო წლის სამზადისის შესახებ ინფორმაცია სრულად მიიღო და ასევე გაეცნო იმ ინფრასტრუქტურული პროექტებს, რომელიც 2019 წელს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში განხორციელდება, კერძოდ, დაწყებულია ფერიის და ქედქედის საჯარო სკოლების მშენებლობა, ქვედა მახოს, წინსვლისა და ახალშენის N1 საჯარო სკოლებს კი რეაბილიტაცია უტარდება.
ცნობისთვის, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამით, მუნიციპალიტეტის ორ საჯარო სკოლას წელს ელექტრონული ლაბორატორია გადაეცა. 3 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკა ახალი მხატვრული ლიტერატურით შეივსო და სპორტული ინვენტარი 4 საჯარო სკოლას გადაეცა. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მასწავლებლის ჯილდო აიღო და პროფესიიდან 108 პედაგოგი გავიდა. მუნიციპალიტეტში 53 ვაკანტური ადგილზე კონკურსი გამოცხადდა და 41 პედაგოგი დასაქმდა. დარჩენილ 12 ვაკანსიაზე კი განმეორებით კონკურსი გამოცხადდა.