ბათუმში მიმდინარე სამუშაოების გამო ტბელ აბუსერიძის ქუჩა გადაიკეტა

ბათუმში  ტბელ აბუსერიძის ქუჩა მიმდინარე სამუშაოების გამო დილიდან გადაიკეტა. აღნიშნულ ქუჩაზე მოძრაობა გზის მხოლოდ ერთ ზოლში იყო დასაშვები და გზის გადაკეტვამ მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა. ბათუმის მერის ლაშა კომახიძის განცხადებით, ქუჩაზე სამუშაოების დაწყება გარდაუვალი იყო და მისივე თქმით, გზა რამდენიმე კვირაში გაიხსნება.

”ტბელ აბუსერიძის ქუჩა ეს ქალაქის ერთ-ერთი ძირითადი არტერიაა. იქ მიმდინარე სამუშაოები, ნებისმიერ დროს, მოქალაქეებს შეფერხებას შეუქმნიდა. მათ ​შეფერხების გამო, ბოდიშს ვუხდით, მაგრამ ეს გარდაუვალი იყო. შევეცდებით რაც შეიძლება სწარაფად დავამთავროთ სამუშაოები. საპატრულო პოლიციასთნა ერთად ალტერნატიული შემოვლითი გზები შევარჩიეთ და ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდზეა გამოქვეყნებული”, – განაცხადა ლაშა კომახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები