ბათუმში 263 სტუდენტი წვრთნებს თურქულ გემზე გაივლის

ბათუმის ნავსადგური თურქულ გემს TCG SANCAKTAR-ს მასპინძლობს. ვიზიტის ფარგლებში, ,,ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის სამხედრო საზღვაო სასწავლებლის” პირველი კურსის სტუდენტებს პროფესიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების საშუალება მიეცემათ. წვრთნებში სულ 263 სტუდენტი მიიღებს მონაწილეობას, სადაც მათ  საზღვაო წვრთნებისას სანავიგაციო -ტაქტიკური მანევრების, მანქანა-დანადგარების, სახანძრო და ჭრილობების დამუშავების საკითხებში ტრენინგი ჩაუტარდებათ და  ამ ყველაფერს პირველი რანგის კაპიტნის, ეროლ ქუჩუქის მეთაურობით შეისწავლიან.

გემი ბათუმში 12 სექტემბრამდე დარჩება და მსურველებს გემის დათვალიერების შესაძლებლობაც ექნებათ .

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები