თეთრიწყაროში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პირველი ფორუმი გაიმართება

ქალაქ თეთრიწყაროში 15 სექტემბერს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პირველი ფორუმი იმართება.  ფორუმი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისა და პატრონობის საქმეში საზოგადოების ფართო ფენების ჩართულობას, ბიზნეს-სექტორის დაინტერესებასა და გააქტიურებას ისახავს მიზნად. ფორუმზე ჩამოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დაათვარიელონ საგამოფენო სივრცეები,  მიიღონ მონაწილეობა მასტერკლასებში, გაეცნონ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და  დაცული ტერიტორიების სააგენტოს პრეზენტაციებს.

კულტურული მემკვიდრეობის პირველი ფორუმი სანახაობრივ და გასართობ პროგრამას – სახელოვნებო და შემოქმედებითი ჯგუფების წარმოდგენებს, ასევე სპორტულ და ინტელექტუალურ ასპარეზობებსაც მოიცავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები