მარნეულში “თასუას” სამგლოვიარო მსვლელობა მოეწყო

“სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს“ ორგანიზებით, მაჰარამის თვის მეცხრე, “თასუას” დღესთან დაკავშირებით, მარნეულში სამგლოვიარო მსვლელობა მოეწყო. სამგლოვიარო პროცესიას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი ზაურ დარგალიც შეუერთდა.
მარნეულის ხუნდიმ, ჰაჯი აზიზმა “რეგიონულ კვირასთან” ამ დღის მნიშვნელობაზე  ისაუბრა.
“ეს დღე მთელს მსოფლიოში აღინიშნება და საქართველოშიც აღვნიშნავთ. გადმოცემის თანახმად მუჰამედის შვილიშვილმა ჰუსეინმა რწმენის შენარჩუნების გამო საკუთარი ოჯახი მსხვერპლად შესწირა შესაბამისად, დღეს ჩვენ სამგლოვიარო მსვლელობა გავმართეთ”,- განაცხადა ჰაჯი აზიზმა.
სექტემბერი – მაჰარამის წმინდა თვე, წლის პირველი თვე მუსლიმური კალენდრის მიხედვით. ამ თვის მე-9 და მე-10 დღეს აშურას-ორდღიანი გლოვის დღე აღინიშნება. ამ დღეს მუსლიმები  72 წამებულ შიიტს იხსენებენ. მათ შორის, შიიტების მესამე იმამს -ჰუსეინს, რომელიც 680 წელს ბრძოლის ველზე მოკლეს პატარა ქალაქ ქარბალაში, დღევანდელ ერაყის ტერიტორიაზე. მარნეულში აშურას სამგლოვიარო მსვლელობა დილით დაიწყო და იმამ ალის მეჩეთამდე გაგრძელდა, სადაც მორწმუნეებმა ლოცვა გააგრძელეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები