ლაფანყურში ჰესის მშენებელი კომპანია ადგილობრივების პროტესტს პასუხობს

სოფელ ლაფანყურში ჰესის მშენებელი კომპანია “ართანა -ლოპოტა” ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტს პასუხობს. საპროტესტო აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ კომპანიამ ჰესის მშენებლობა უკანონოდ დაიწყო და აღნიშნული ჰესი მათი სოფლისათვის საფრთხის შემცველია. კომპანია აღნიშნულ პროტესტს ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა. განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.

“სამშენებლო ნებართვა, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ბრძანება N122-04 და ნებართვა 601. ეს ნებართვა გაიცემა კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურების თანახმად, სხვადასხვა ინსტანციების შეთანხმებების საფუძველზე, მათ შორის აღსანიშნავია თელავის მუნიციპალიტეტის თანხმობა (N691 და გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბრძანება N2-535). ყველა სხვა სამსახურიდან (სატყეო დეპარტამენტი, ნაპირდაცვა, ინფრასტრუქტურა, ძეგლების დაცვა და ა.შ.) გვაქვს შესაბამისი და აუცილებელი თანხმობები. სამშენებლო ობიექტის კორიდორში განლაგებული ტერიტორია აღნაგობით (ხანგრძლივი იჯარა) გადაცემულია კომპანიაზე, საქართველოს მთავრობის განკარგულება N527-ის საფუძველზე. ყველა ამ საბუთის და მიწების საკუთრების გადამოწმება მარტივად შეიძლება შესაბამისი დაწესებულების საიტებზე და საჯარო რეესტრში, ეს ყველაფერი ხელმისაწვდომია ამ ველზე: in public domain. კანონმდებლობით გათვალისწინებულია ნებართვების გასაჩივრების პროცედურა, რომელიც მაქსიმუმ ერთ წელს შეადგენს. ეს ვადა უკვე ამოწურულია, რაც იმას ნიშნავს, რომ მოპოვებულ კანონიერ ნებართვებზე სამართლებრივი დავის საფუძველი არ არსებობდა. ჩვენი სიტყვიერი თუ წერილობითი თხოვნის მიუხედავად (ბოლოს 2019 წლის 6 ივნისს, სატელეფონო მიმოწერით) მერის წარმომადგენელმა სოფელ ლაფანყურში მორის პარკინაშვილმა, არ შეგვატყობინა ვინ და რატომ იყო ამ პროექტის წინააღმდეგი. უფრო მეტიც, არ შესრულდა მის მიერ დაპირება, რომ აღნიშნულის შესახებ წერილობით შეგვატყობინებდა. სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე კომპანიამ, თელავის მუნიციპალიტეტის შუამდგომლობით, კიდევ ერთი შეხვედრის მოწყობა შესთავაზა სოფლის მოსახლეობას ამას საჯაროდ ვაცხადებთ, რომ პროექტის განხორციელების დაწყების ან შემდგომ პერიოდში ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის მიერ წინააღმდეგობა კომპანიის მიერ აღქმული იქნება, როგორც კანონდარღვევა და მსგავსი ქმედება ჩაითვლება როგორც კერძო ინვესტორზე თავდასხმა. ამა წლის აგვისტოში შეხვედრის კონსტრუქციულად ჩატარების მიზნით კომპანიას მიზანშეწონილად მიაჩნდა შეხვედრის ჩატარება ქალაქ თელავში და ორგანიზება გაუკეთე შესაბამისი დარგის ექსპერტების მონაწილეობას შეხვედრაში. სამწუხაროდ ამ შემოთავაზებაზე კომპანიამ სოფლის მოსახლებისგან პასუხი არ მიიღო. საჯაროდ ვაცხადებთ, რომ პროექტის განხორციელების დაწყების ან შემდგომ პერიოდში ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის მიერ წინააღმდეგობა კომპანიის მიერ აღქმული იქნება, როგორც კანონდარღვევა და მსგავსი ქმედება ჩაითვლება როგორც კერძო ინვესტორზე თავდასხმა. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანია მიმართავს მოქალაქეებს კანონს დაემორჩილონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს ყველა სამართლებრივი წესის დაცვით და მოვითხოვთ ფინანსურ კომპენსაციას. ამავე დროს კომპანია კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ მზად არის კონსტრუქციულ ატმოსფეროში შეხვდეს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს და შეასრულოს ის ვალდებულებები რაც კომპანიამ დაიკისრა სოფლის მოსახლების მიმართ და ჯერ კიდევ 2018 წელს სოფლის ხელმძღვანელობასთან შეათანხმა”,- ნათქვამია შპს “ართანა ლოპოტას” განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ თელავის მუნიციპალიტეტის სოფ. ლაფანყურში ჰესის მშენებლობაზე საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მოსახლეობა სოფ. ლაფანყურიდან 7 კილომეტრში მდინარე ლოპოტაზე დაგეგმილი ჰესის მშენებლობას აპროტესტებს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ჰესის აშენების შემთხვევაში მოხდება უნიკალური ჯიშის ხეების გაკაფვა და ამ ტერიტორიაზე მდებარე ისტორიულ ციხის კომპლექსს, ფლორასა და ფაუნას საფრთხე დაემუქრება. ​ლაფანყურელების თქმით, მდინარე ლოპოტის დიდი ნაწილის მილებში მოქცევით სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემაც შეექმნებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები