“რუსთავობა 2019” საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნება – განრიგი
“რუსთავობა 2019“-ის საზეიმო ღონისძიებები ქალაქში სამი დღის განმავლობაში, კერძოდ, 20, 21 და 22 სექტემბერს გაიმართება.
20 სექტემბერს (მეგობრობის გამზირზე – ,,მაკდონალდსის“ მიმდებარე ტერიტორია), 16:00 საათზე, ადგილობრივი შემსრულებლებისა და მუსიკალური სტუდიების ბავშვების მონაწილეობით, კონცერტი ჩატარდება, 18:00 საათზე წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება, 19:00 საათზე ,,ფერების ფესტივალი“, 20:00 საათზე სადღესასწაულო კონცერტი, 22:00 საათზე კი საღამოს დიჯეი დაასრულებს.
კონცერტის მიმდინარეობისას, დრამერების შოუ გაიმართება, მიმდებარე ტერიტორიაზე კი განთავსებული იქნება “გიფაპარატი” და “ფრიფოტოს” კაბინა.
“რუსთავობა 2019“-ის ფარგლებში, 21 სექტემბერს, ქალაქის კულტურისა და დასვენების ცენტრალურ პარკში, რუსთავის ისტორიულ ციხესთან, “ეთნოფესტივალი” 16:00 საათზე გაიხსნება.
პარკის ტერიტორიაზე, ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების მიერ მოწყობილ სივრცეებში, ქართული ტრადიციული სამზარეულოს გამოფენა-დეგუსტაცია, ხატწერის დემონსტრირება, ქართული ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა მოეწყობა. 20:00 საათზე, საღამოს ფოლკლორული კონცერტი დაასრულებს.
22 სექტემბერს, 20:00 საათზე, კულტურისა და დასვენების პარკის ამფითეატრის სცენაზე, ქართული მუსიკის საღამო გაიმართება, კონცერტში ქართული ესტრადის ცნობილი შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას, გაიმართება საპატიო მოქალაქის დაჯილდოების ცერემონია. დღის განმავლობაში კი პარკში ჩატარდება ფინალური ტურნირები სპორტის სხვადასხვა სახეობაში ( ქუჩის კალათბურთი, მინი ფეხბურთი, მხიარული სტარტები, წრეში ბურთი, მაგიდის ჩოგბურთი, ჭადრაკი, კლასობანა).