აქცია ბათუმში – ენმ-ის წევრები გიორგი გახარიას პრემიერ მინისტრის თანამდებობაზე წარდგენას და რუსულ ოკუპაციას აპროტესტებენ

ამ წუთებში ბათუმში ,,ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის” წევრები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი გმირთა ხეივანში, ცხრა აპრილის მემორიალთან პლაკატებით შეიკრიბნენ. ოპოზიცია რუსულ ოკუპაციასა და გიორგი გახარიას კანდიდატურის პრემიერ მინისტრის თანამდებობაზე წარდგენას აპროტესტებს.
აქციას არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ალტერნატივას” წევრებიც შეუერთდნენ.
“ქართველი ერი ვერ შეეგუება ძალადობას, ამიტომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და არასამთავრობო ორგანიზაცია  ,,ალტერნატივას” წევრები ვთვლით, რომ გიორგი გახარიას პრემიერ მინისტრის თანამდებობაზე წარდგენა ქვეყნისთვის არის სამარცხვინო. ჩვენ დღეს ამ ადგილას სიმბოლურად შევიკრიბეთ, იმისათვის, რომ ქართველ ერს ვამცნოთ, 9 აპრილი უტოლდება, თითქმის, 2019 წლის 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებს”, – ამბობს ენმ-ის წევრი – ირაკლი ჯორბენაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები