ანაგისა და ვაქირის მოსახლეობა სეტყვის შედეგად დაზიანებული ყურძნის ჩაბარებას წნორისა და ჭანდარის ღვინის ქარხნებში შეძლებს
წვიმისა და სეტყვის შედეგად დაზიანებული ყურძნის ჩაბარებას ანაგისა და ვაქირის მოსახლეობა წნორისა და ჭანდარის ღვინის ქარხნებში შეძლებს. რთველის საკოორდინაციო შტაბში აცხადებენ, რომ მოსახლეობის იმ ყურძენს, რომელსაც კერძო სექტორი ვერ ჩაიბარებს, სახელმწიფო ჩაიბარებს.
წუხელ, გვიან ღამით, ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ, წინასწარი ინფორმაციით, 50 ჰექტრამდე მსხმოიარე ვენახი 30-40 პროცენტით დააზიანა, დაზიანდა ასევე საგზაო ინფრასტრუქტურა. ადგილზე მობილიზებული ტექნიკა გაწმედით სამუშაოებს ამ დრომდე ახორციელებს. ზარალის ზუსტ ოდენობას სპეციალურად შექმნილი კომისია დაადგენს
როგორც “კვირას” სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა განუცხადა, ყველაზე მეტად სოფელი ვაქირი და ანაგა დაზარალდა, ორივე სოფელში მოსახლეობის ზარალმა, ჯამში, 300 ჰექტრამდე შეადგინა.
“წნორის მარანი დაზიანებულ, დასეტყვილ რქაწითელს 70 თეთრად, ხოლო საფერავს 1 ლარად ჩაიბარებს”, – აღნიშნა გიორგი გოგილაშვილმა.