ძლიერი სეტყვისა და წვიმის შედეგად კახეთში რამდენიმე სოფელი დაზარალდა

ძლიერი სეტყვისა და წვიმის გამო, სიღნაღის მუნიციპალიტეტში სოფელი ანაგა, გურჯაანში კი ახაშენი და ველისციხე დაზარალდა.
ანაგაში მერის წარმომადგენლის ინფორმაციით, განადგურებულია საგზაო ინფრასტრუქტურა და დაიტბორა საცხოვრებელი სახლები. ზარალი მიადგა ველისციხესაც, თუმცა ამ ეტაპზე ცნობილია მხოლოდ ერთი დაზარალებული ოჯახის შესახებ – გადახდილია სახლის სახურავი. ჯერჯერობით ცნობილი არ არის, რა ზარალი მიადგა სასოფლო-სამეურნეო კულტურებს. ორივე მუნიციპალიტეტში ზარალს სპეციალური კომისია შეისწავლის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები