ქუთაისელი “სკეიტერი”, რომლის ინიციატივით მერიამ ევროპული სტანდარტების “სკეიტპარკი” გააკეთა

19 წლის ნინი წიქორიძე ის ადამიანია, რომლის დამსახურებითაც ქუთაისელ ახალგაზრდებს “სკეიტპარკი” აქვთ. სწორედ წიქორიძის ინიციატივა დააკმაყოფილა ქუთაისის მერიამ და მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში ევროპული სტანდარტების “სკეიტპარკი” გააკეთა.
როგორც ახალგაზრდა “სტეიკერი” “კვირას” უყვება იდეა მას შემდეგ გაუჩნდა, რაც ინტერნეტში ამ სახეობის ვიდეოს უყურა.
“არის ბარიერები,  რომლის საშუალებით ბევრ რამეს სწავლობ და უფრო და უფრო ვითარდები, გამიჩნდა სურვილი ქუთაისშიც ყოფილიყო მსგავსი პარკი. შევიტანე განცხადება საკრებულოს იმდროინდელ თავმჯდომარესთან, ვაჩვენე ვიდეო, მოეწონა და დამპირდა რომ გააკეთებდა, მაგრამ არ გააკეთა. შემდეგ აქციები მოვაწყვე მერიასთან. ჩავრთე მედიასაშუალებები. 2018 წელს გიორგი ჭიღვარია გახდა მერი დამპირდა და გააკეთა”,- ამბობს ნინი წიქორიძე.
როგორც 19 წლის ნინი ამბობს, აღნიშნული “სკეიტპარკი” ევროსტანდარტების შესაბამისი და ყველაზე უსაფრთხოც.
​ნინი წოქორიძეს სამი  მოსწავლე ყავს, რომელთაც კარგი შედეგები აქვთ და სურს მათი შეჯიბრებებზე გაყვანა.
“მინდა ბათუმიდან ჩამოვიყვანო “როლერები” და ქუთაისელ ახალგაზრდებს ვაჩვენო, რომ არ ტეხავს როლიკებზე სრიალი და შეგვიძლია ასე გავერთოთ”.-აღნიშნავ წიქორიძე.
ნინი წიქორიძე ამბობს, რომ აპირებს გააქტიურდეს და თვითმმართველობას ქუთაისში ტურნინების ჩატარების იდეა შეახსენოს. მისი თქმით, ეს ხელს შეუწყობს ქალაქის განვითარებას.
ამასთან, ქუთაისელ ახალგაზრდებს ექნებათ საშუალება დაკავდნენ ჯანსაღი ცხოვრების წესით და სხვებსაც აჩვენონ საკუთარი შესაძლებლობები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები