მარტვილში საკრებულოს შუალედური არჩევნები 27 ოქტომბერს ჩატარდება

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მარტვილის მუნიციპალიტეტის კიწიის თემში საკრებულოს შუალედური არჩევნები 27 ოქტომბერს დანიშნა.
ცესკომ საარჩევნო კომისიების წევრების შესარჩევი კონკურსის წესი, პირობები და ვადები განსაზღვრა. ამასთან, არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების ვაკანტური ადგილების დასაკავებლად შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა.

შუალედური არჩევნების გამართვა სოფელ კიწიში მას შემდეგ გახდა სავალდებულო, რაც სოფლის მაჟორიტარი, ფრაქცია “ქართული ოცნება-მრეწველების” თავმჯდომარე, ონერ კუჭავა გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები