ახალციხის 14 საჯარო სკოლაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე ახალციხის მუნიციპალიტეტის 14 საჯარო სკოლაში სასკოლო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება.
ახალციხის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები უკვე მიმდინარეობს სოფელ ანდრიაწმინდის საჯარო სკოლაში,  სადაც შენობის სახურავი და კარ-ფანჯარა იცვლება. მათივე ინფორმაციით, სასკოლო ინფრასტრუქტურა მოწესრიდგება ურავლის, აწყურის, აგარა-ზიკილიის, საყუნეთის, წნისის, წყრუთის, ანის, მინაძის, ანდრიაწმინდის, სვირის, ქალაქ ვალის მე-2 და ქალაქ ახალციხის მე-2, მე-5 და მე-6 საჯარო სკოლებში.
სამუშაოები  სასკოლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები