ლაფანყურში ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ აქცია გაიმართა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფ. ლაფანყურში ჰესის მშენებლობაზე საპრორესტო აქცია გაიმართა. მოსახლეობა სოფ. ლაფანყურიდან 7 კილომეტრში მდინარე ლოპოტაზე დაგეგმილი ჰესის მშენებლობას აპროტესტებდა. მათი თქმით, კალაპოტი მცოცავი ქანებისგან შედგება და მდინარესაც არ გააჩნია საკმარისი წყლის რესურსი.
ადგილობრუვების თქმით, ჰესის მშენებლობასა და მის უსაფრთხოებაზე შესაბამის სამსახურებს მათთან შეხვედრა არ გაუმართავთ. ადგილობრივებმა მოსალოდნელი საფრთხეების შესწავლის მიზნით ალტერნატიულ ექსპერტიზას მიმართეს და პასუხის მოლოდინში არიან.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ჰესის აშენების შემთხვევაში მოხდება უნიკალური ჯიშის ხეების გაკაფვა და საფრთხე დაემუქრება ამ ტერიტორიაზე მდებარე ისტორიულ ციხის კომპლექსს, ფლორასა და ფაუნას. ლაფანყურელების თქმით, მდინარე ლოპოტის დიდი ნაწილის მილებში მოქცევით სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემაც შეექმნებათ.
ლაფანყურელები დღეიდან, დაგეგმილი ჰესის ტერიტორიისაკენ მიმავალი გზის პიკეტირებას და მორიგეობას აწესებენ, რომ მშენებელ კომპანიას ტერიტორიაზე შესაბამისი ტექნიკის მობილიზების საშუალება არ მისცენ.
აქციის მონაწილეებთან შესახვედრად ლაფანყურში დღეს შპს “ართანა- ლოპოტა პესის” და არც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ვითარების გასარკვევად არ მისულან.