მარნეულის მუნიციპალიტეტში დამატებით 700-მდე ოჯახი წყალმომარაგებით სარგებლობს
სოფელ აღმამედლოში 700-მდე ოჯახი, სასმელი წყლის შიდა ქსელების მოწყობის შედეგად, უკვე ხარისხიანი წყალმომარაგებით სარგებლობს. ნახევარ მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით, ორ ეტაპად, განხორციელდა. სამუშაოების ფარგლებში გაკეთდა 20 600 მეტრი მილსადენი და მოსახლეობისთვის გადაიჭრა ათწლეულების მანძილზე არსებული ძირითადი პრობლემა. დასრულებული პროექტი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაურ დარგალმა მოინახულეს.