კახეთში მოსახლეობას შინაური ფრინველი მასობრივად ეხოცება – სეს-ში დაავადების გავრცელებას არ ადასტურებენ
კახეთში, დედოფლისწყაროს მუნიცილპალიტეტში და მიმდინარე სოფლებში სავარაუდო ფრინველის დაავადება გავრცელდა. რამდენიმე კვირის განმავლობაში დედოფლისწყაროს და მის მიმდებარე სოფლებში მოსახლეობას შინაური ფრინველი მასობრივად ეხოცება.
დედოფლისწყაროს მკვიდრის, რობიზონ მარტყოფლიშვილის თქმით, ფრინველი დილით რომ ავად გახდება, საღამომდე კვდება.
სურსათის ეროვნული სააგენტოში აცხადებენ, რომ სახელმწიფო ფრინველის აცრას, სავალდებულო წესით აღარ აწარმოებს.
როგორც სააგენტოს წარმომადგენელი “კვირასთან” აღნიშნავს, ვითარების გასარკვევად დაზარალებულთან სურსათის უვნებლობის სამსახურიდან ჯგუფია ჩასული. სააგენტოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე, მუნიციპალიტეტში ფრინველის დაავადება არ დასტურდება.
მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, მალხაზ მერაბიშვილის თქმით, ქათმის დახოცვის ერთეული შემთხვევები ნამდვილად ფიქსირდება, თუმცა რამდენადაა ეს ქათმის დაავადება ჯერ დასადგენია.